ეკა ბესელია: ვისაც ნამდვილად აინტერესებს კანონპროექტის სულისკვეთება, უნდა დანიშნოს განხილვა და დაიწყოს ამ საკითხზე მსჯელობა

“ვისაც ნამდვილად აინტერესებს ამ კანონპროექტის სულისკვეთება და უნდა, რომ მეტად გამყარდეს საკუთარ თავში და არგუმენტები მოიმარჯვოს, უნდა დანიშნოს განხილვა და დაიწყოს ამ საკითხზე მსჯელობა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ეკა ბესელიამ, მოსამართლეთა უვადოდ გამწესების თაობაზე განაცხადა.
“ეს არ ხდება დერეფნებში კომენტარების გაკეთებით. ეს არ არის საპარლამენტო ფორმატი. უკვე ერთი კვირაა, კანონპროექტი კომიტეტშია შესული. კომიტეტის ყველა წევრს აქვს შესაძლებლობა, ეს ერთი მუხლი კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში მეორე მუხლს, მესამე ნაწილს შეადაროს. წაიკითხოს კარგად და ნახავს, რომ ინიცირებულ იდეასა და კონსტიტუციურ პრინციპს შორის ბევრ საერთოს იპოვის. მე, რასაც ახლა ამ დისკუსიას ვაკვირდები, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ არგუმენტების მოსმენა ჭიანურდება იქ, სადაც განხილვა უნდა იყოს. ეს არის საკომიტეტო ფორმატი. ამიტომ, უმჯობესია, ამ საკითხის მოსმენა კომიტეტში მალე დაინიშნოს იმიტომ, რომ, თუ ეს ასე მოხდება, არ დაგვჭირდება არც ხელმოწერების შეგროვება და არც – ბიუროსთვის ცალკე მიმართვა”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ეკა ბესელია ამბობს, რომ თავად პასუხი ყველა კითხვაზე აქვს და მზად არის, კანონპროექტის შესახებ თანაგუნდელებს შესაბამისი არგუმენტებით უპასუხოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები