ირაკლი კობახიძე თურქეთის სახალხო რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, თანხმლებ დელეგაციასთან ერთად, თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტს აგრძელებს.
ვიზიტის ფარგლებში, დღეს შეხვედრა თურქეთის სახალხო რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტთან, ქემალ ქილიჩდაროღლუსთან გაიმართა.
მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ იმსჯელეს.
საუბარი შეეხო ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას. ყურადღება გამახვილდა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობისა და მჭიდრო საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების მნიშვნელობაზე.
შეხვედრას საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ ხაბაძე, ზვიად კვაჭანტირაძე, ირაკლი კოვზანაძე, კობა ნაკაიძე და რამაზ ნიკოლეიშვილი, ასევე – პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები