საქართველოსა და ნორვეგიის თვითმმართველობის ასოციაციების ერთობლივ კონფერენციაზე ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის შესახებ მსჯელობენ

ათეა-სა და ნორვეგიის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა ასოციაციის ერთობლივი პროექტის – “ადგილობრივი დემოკრატია საქართველოში – გამოწვევები და პერსპექტივები’’ შემაჯამებელ კონფერენციაზე ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის შესახებ მსჯელობენ.
შეხვედრაში, რომელიც სასტუმროში “ჰოლიდეი ინნ“ უკვე მეორე დღეა, მიმდინარეობს, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორთან, დავით მელუასთან და მის მოადგილესთან,  ნათია ღვინაშვილთან ერთად, ნორვეგიის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა ასოციაციის საერთაშორისო პროექტების მრჩეველი, ბიორნ რანგევაერი; ათეა-ს ექსპერტები, ნინო ზურაბიშვილი და კახა გურგენიძე, ასევე – მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას.
ბიორნ რანგევაერი დამსწრე საზოგადოებას, ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის მიმართულებით, ნორვეგიის გამოცდილებას გაუზუარებს. კახა გურგენიძე კი, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, პრეზენტაციას გამართავს და საქართველოსთვის ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის მოდელებს წარმოადგენს.
კონფერენციაზე, ასევე, ლანჩხუთის, ოზურგეთისა და რუსთავის საკრებულოების წარმომადგენლები საკუთარ მუნიციპალიტეტებში ათეა-ს მხარდაჭერით გახორციელებულ პროექტებს წარმოადგენენ.
დღესვე, ათეა-ს ექსპერტი, ნინო ზურაბიშვილი, თემატურ ქსელებთან დაკავშირებით, პრექტის „ეფექტიანობისა და განვითარების ქსელის (N4ED) მიდგომის პრეზენტაციას წარმოადგენს.
ათეა-სა და ნორვეგიის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა ასოციაციის ერთობლივი პროექტის – ,,ადგილობრივი დემოკრატია საქართველოში – გამოწვევები და პერსპექტივები’’ შემაჯამებელი ორდღიანი კონფერენცია დღეს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები