თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია (ვიდეო)

თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე არსებული შენობის მე-3 სართულზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, დაიწვა 200-250 კვადრატული მეტრის ფართობი. ცეცხლი სასაწყობე ფართს გაუჩნდა. მათივე ინფორმაციით, ადგილზე 16 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. ხანძრის შედეგად, არავინ დაშავებულა.
შეგახსენებთ, რომ ცეცხლი შენობის მე-3 სართულზე, მეორადი ტანსაცმლის საწყობში გაჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები