ზაზა სარალიძე: კითხვებზე პასუხი ვერ მივიღე

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა გენერალურ პროკურორთან შეხვედრით უკმაყოფილოა. როგორც შეხვედრის შემდეგ ზაზა სარალიძემ განაცხადა, მან გენერალური პროკურორისგან კითხვებზე პასუხები ვერ მიიღო.
სარალიძე ამბობს, რომ შალვა თადუმაძე საქმესთან დაკავშირებით ინფორმირებული არ არის.
„ძალიან ბევრი კითხვები დავსვი. ფაქტია, პასუხი ვერ მივიღე. იქიდან გამომდინარე, რომ ისევ და ისევ ვადასტურებ იმას, რომ არასწორი ინფორმაცია მიაქვთ გენერალურ პროკურორამდე. შეხვედრას ესწრებოდნენ საქმის პროკურორები, რომლებსაც გარკვეული კითხვები დავუსვი, მაგრამ სამწუხაროდ, იმაზეც ვერ მივიღე პასუხები. არაფერი არ არის ფაქტიურად შეცვლილი წინა შეხვედრის შემდეგ. იქიდან გამომდინარე, რომ ფაქტია საქმის პროკურორები მაქსიმალურად ცდილობენ, მიხეილ კალანდიას გამოყვანას ამ საქმიდან,“ – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
ზაზა სარალიძისგან განსხვავებით, მისი ადვოკატი ნესტან ლონდარიძე გენერალური პროკურორის შეთავაზებას დასთანხმდა.
მისივე თქმით, იგი ორშაბათიდან იმ საქმის მასალებს გაეცნობა, რომელიც ხელახალი გამოძიების ფარგლებში არის დაწყებული.
“ჩვენ დავაფიქსირეთ ყველა ის დარღვევა, რასაც თვალს ვადევნებთ სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე პროცესების დროს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ გენერალური პროკურორისგან იყო შემოთავაზება, რომ მოხდეს საქმის გაცნობა. ვგულისხმობ გამოყოფილ საქმეს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და შემდეგ უკვე იყოს მათთვის მიწოდებული ინფორმაცია, თუ როგორ ვუყურებთ საქმეს. ჩვენ მივიღეთ ეს შეთავაზება და ორშაბათიდან გავეცნობი საქმეს, რომელიც ეხება ხელახალი გამოძიების ფარგლებში დაწყებული გამოძიების შედეგებს”, – განაცხადა ლონდარიძემ.
დღეს, საქართველოს გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე ზაზა სარალიძეს ადვოკატთან ერთად შეხვდა, ორ საათიანი შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები