ეკონომიკის მინისტრი 2019 წლის პრიორიტეტად ზამთრის კურორტების განვითარებას ასახელებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, წელს ტურიზმის სექტორის განვითარების პროგრამის ფარგლებში აქცენტი გაკეთდება საქართველოს სამთო კურორტების განვითარებაზე. ეს განცხადება გიორგი ქობულიამ პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.
გიორგი ქობულიას თქმით, 2019 წელს პრიორიტეტული იქნება ზამთრის კურორტების, კერძოდ, გუდაურის და ბაკურიანის განვითარება, მათ შორის ინფრასტრუქტურის მიმართულებით. გუდაური: სეთურების საბაგიროს განვითარება; კურორტის პროფესიონალურ კომპანიაზე მართვის გადაცემის შესწავლა;
რაც შეეხება ბაკურიანის განვითარების გეგმას, მოხდება მართვის სისტემის (მუნიციპალიტეტის) რესტრუქტურიზაცია, კურორტის სატრანსპორტო სისტემის იზოლირება, ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით მუშაობა (2023 ფრისტაილისთვის მზადება); ამასთან, მინისტრის განცხადებით, მოხდება ზამთრის ოლიმპიადის ჩატარების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები