გიორგი ქობულია: საქართველოში, 2019 წელს, რეგიონული მნიშვნელობის ტრენინგცენტრის მშენებლობა დაიწყება

„2019 წელს, საქართველოში, საავტომობილო ტრანსპორტის დარგში მაღალკვალიფიციური კადრების – მძღოლებისა და მენეჯერების მომზადებისა და პერიოდული გადამზადების მიზნით, რეგიონული მნიშვნელობის ტრენინგცენტრის მშენებლობა დაიწყება“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას.
მინისტრის პრეზენტაციის თანახმად, რეგიონულ ტრენინგცენტრს ექნება ოთხკილომეტრიანი სიმულაციური ტრასა და საშუალება, წელიწადში გადაამზადოს 1000-მდე მძღოლი – ევროპული სტანდარტის შესაბამისად. ცენტრში გადამზადებას გაივლიან როგორც ავტობუსის მძღოლები და ტრაილერის მძღოლები, ასევე – პატრული, სასწრაფო, მუნიციპალური ტრანსპორტი და ა.შ.
აღსანიშნია, რომ ქართველ მძღოლებს, რომლებიც  გადაზიდვებს ევროკავშირის ტერიტორიაზე ახორციელებენ, აუცილებელია, ევროპული სტანდარტის აკრედიტაცია ჰქონდეთ. ასევე, გაიზარდება უსაფრთხოების ხარისხი შიდა გადაზიდვა-გადაყვანის შემთხვევების დროს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები