გიორგი ქობულია: ვგეგმავთ განახლებადი ენერგიების გამოყენების სტიმულირებას

„ჩვენ ვგეგმავთ განახლებადი ენერგიების გამოყენების სტიმულირებას”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით,  ევროკავშირთან და ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებასთან თანამშრომლობით, საკანონმდებლო პაკეტი უკვე მომზადებულია.

კერძოდ, მინისტრის თქმით, განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ საქართველოს კანონის პროექტის პარლამენტში წარდგენა საგაზაფხულო სესიაზეა დაგეგმილი. გარდა ამისა, დამტკიცდება განახლებადი ენერგიის გარდამავალი პერიოდის ერთწლიანი ეროვნული სამოქმედო გეგმა.
კიდევ ერთი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც გიორგი ქობულიამ დაასახელა, ენერგოეფექტურობას შეეხება. პარლამენტსა და მთავრობაზე უახლოეს თვეებში გავა როგორც კანონპროექტი ენერფოეფექტურობის შესახებ, ისე – ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმა. მინისტრის თქმით, ენერგოეფექტურობის დანერგვით, ჩვენ შევძლებთ დიდი ოდენობით ელექტროენერგიის დაზოგვას, რაც, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით.
კიდევ ერთი რეფორმა, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ახსენა, საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის განვითარება და ბაზრის გახსნის პირველი ეტაპი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები