გიორგი ქობულია: 2019 წელს ექსპლუატაციაში შევა 10 ჰესი, რომელთა ჯამური სიმძლავრე 94,8 მგვტ. იქნება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმებსა და მსხვილ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.
გიორგი ქობულიას ინფორმაციით, 2019 წელს, ექსპლუატაციაში შევა 10 ჰესი, რომელთა ჯამური სიმძლავრე 94,8 მგვტ. იქნება. გარდა ამისა, მან ყურადღება 230 მგვტ სიმძლავრის თბოელექტროსადგურის „გარდაბანი 2″- ის ექსპლუატაციაში გაშვებაზე გაამახვილა, ასევე –  50 მგვტ ქარისა და 5 მგვტ მზის ელექტროსადგურების მშენებლობის დაწყებაზე, რომელიც მიმდინარე წელს გახორციელდება.
„აღნიშნული ენერგეტიკული პროექტები, უკვე 2019 წელს, მოგვცემს  ჩვენი გენერაციის მნიშვნელოვან მომატებას და შეიტანს საგრძნობ წვლილს ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში”, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები