გიორგი ქობულია: პირველი აპრილიდან, ქვეყანაში საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი ამოქმედდება

 

„პირველი აპრილიდან, ქვეყანაში საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი ამოქმედდება“, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
გიორგი ქობულიას ინფორმაციით, გარანტიის დაფარვის დონე ინდივიდურ სესხზე 70%, პორტფელის ანაზღაურების ლიმიტი – 10% იქნება.
ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, მოხდება ეკონომიკის დამატებითი დაკრედიტების ხელშეწყობა და ბაზრის ჩავარდნების აღმოფხვრა, რაც  სიცოცხლისუნარიან ბიზნესს კრედიტის აღებაში ხელს უშლის.

საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის თანახმად, მსესხებელი მცირე და საშუალო ბიზნესი იქნება საქმიანობის სახეებით: წარმოება და გადამუშავება, საგანმანათლებლო დაწესებულებები, ტრეინინგცენტრები, სერვისების ექსპორტი, გადამამუშავებელი სოფლის მეურნეობა, R&D, სასტუმროების სექტორი.
სქემის ფარგლებში, შესაძლებელი იქნება მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების ზრდა 250 მილიონი ლარით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები