ვახტანგ მახარობლიშვილმა პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა მონაწილეობა მიიღო პოლონეთის რესპუბილის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელიც პოლონეთის რესპუბლიკის მიერ ნატოს საკონტაქტო საელჩოს შესრულების დაწყებას მიეძღვნა და რომელსაც პოლონეთი 2019-2020 წლებში განახორციელებს.

როგორც ,,კვირას“ უწყებიდან აცნობეს, ვახატანგ მახარობლიშვილმა პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ნატოს საკონტაქტო საელჩოს მისიის დაწყება მიულოცა და მას შემდგომი წარმატებები უსურვა.

მინისტრის მოადგილემ ასევე პოლონეთის, ჩეხეთისა და უნგრეთის ნატოში გაწევრიანების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნულ ქვეყნებს საქართველოს ნატოში გაწევრიანებისადმი აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

საყურადღებოა, რომ ამავე ღონისძიებაზე პოლონეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკებისა და უნგრეთის ნატოში გაწევრიანებიდან 20 წლისთავი საზეიმოდ აღინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები