ირაკლი ხმალაძე: თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მერიას, სესხის აღებასთან დაკავშირებით, თანხმობა განუცხადა

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის ინფორმაციით, თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მერიას, სესხის აღებასთან დაკავშირებით, თანხმობა მისცა. როგორც მან აღნიშნა, ვიდრე ცენტრალური ბიუჯეტიდან დედაქალაქის ბიუჯეტში სპეციალური ტრანსფერი გადაირიცხება, მერია, დროის დაზოგვის მიზნით, საკრედიტო ხაზის მეშვეობით, ინფრასტრუქტურული პროექტების გახორციელებას დაიწყებს: „საკრებულომ საკრედიტო ხაზის გახსნაზე თანხმობა განაცხადა. ეს სწორი გადაწყვეტილება. ჩვენ უკვე შევძლებთ, დავიწყოთ ბანკებთან პირობების გამოკითხვა. ვისაც უკეთესი პირობა ექნება, საკრედიტო ხაზს მასთან გავხსნით. უახლოესი პერიოდის მანძილზე, მსხვილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე სატენდერო პროცედურები დაიწყება, შემდეგ კი – სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები. 2019 წელი, ამ კუთხით, განსაკუთრებული იქნება. თბილისის ბიუჯეტი არასდროს ყოფილა 1 მილიარდ 100 მილიონი ლარი“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
მისივე თქმით, დედაქალაქის ბიუჯეტში ცენტრალური ბიუჯეტიდან, ორ-სამ თვეში, ჩაირიცხება სპეციალური ტრანსფერი, რომლის მოცულობა 105 მილიონი ლარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები