გიორგი ჩაკვეტაძე: ოპოზიციამ სცადა დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხების გადაფარვა, თუმცა – უშედეგოდ

„როდესაც ეს ადამიანები საუბრობენ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ, ცოტაც და, წიწაკის გაზს ამოიღებენ და შეგვასხურებენ“, – ასე გამოეხმაურა საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე ოპოზიციის ბრალდებებს უმრავლესობის წევრი, გიორგი ჩაკვეტაძე.
მისივე თქმით, ოპოზიციამ სცადა დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხების გადაფარვა, თუმცა – უშედეგოდ. როგორც გიორგი ჩაკვეტაძემ აღნიშნა, ამ ადამიანებს არ უხარიათ ქვეყნის წინსვლა და დედაქალაქში გახორციელებული პროექტები.
„მათ არ უხარიათ ის, რომ გრძელდება ბინების დაკანონება, საკმაოდ რთულ მდგომარეობაში მყოფი აუტისტური სპექტრის მქონე ბენეფიციართა რაოდენობის გაზრდა და მრავალი სხვა პროექტი, რომელსაც დედაქალქის მერია წარმატებით ახორციელებს. საკრებულოს დეპუტატებმა, მუდმივ რეჟიმში, მერიასთან ერთად, უნდა მოვახდინოთ  ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების მონიტორინგი, როგორებიცაა: გუდიაშვილისა და ორბელიანის მოედნების რეაბილიტაცია, ვაშლიჯვრის ესტაკადა და სხვაა ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ჩვენი ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”, – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები