გია ვოლსკი დავით კირკიტაძის პატიმრობაზე: გახარიას ჩარევა იქ არ იკვეთება და არც ვუშვებ

“პატიმრობის სასჯელი ადამიანის მიმართ შინაგანად არ მომწონს, თუმცა დავით კირკიტაძის პატიმრობაში დარჩენა სამართლებრივადაც გამართული გადაწყვეტილებაა”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
​ის გამორიცხავს, რომ ამ პროცესში შს მინისტრი გიორგი გახარია ჩარეულიყო.
„არავის ციხეში ჩასმას მხარს არ ვუჭერ, შინაგანი განწყობა არ მაქვს საამისო, მაგრამ არაობიექტური და უსამართლოა ყველაფერი, რასაც ამბობს „ნაციონალური მოძრაობა” და ნებისმიერი სხვა ადამიანი, ვინც თვლის, რომ დავით კირკიტაძეს ფეხი არ ჩაურტყამს პოლიციელისთვის. კირკიტაძე ხედავდა, რომ ის იყო პოლიციელი და ასრულებდა თავის მოვალეობას, საკმაოდ მშვიდობიანად იჯდა თავის ავტომობილში საჭესთან. სპეციალურად იმ მიზნით, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინა მისთვის, დავით კირკიტაძე აძვრა ავტობუსზე და გააკეთა ის, რაც ჩაფიქრებული ჰქონდა. ვფიქრობ, სამართლებრივადაც გამართული გადაწყვეტილებაა, თუმცა პატიმრობის სასჯელი ადამიანის მიმართ შინაგანად არ მომწონს, მაგრამ რეალურად ეს ხომ მოხდა. ამას ვერავინ უარყოფს. პოლიტიკურადაც გახარიას ჩარევა იქ ნამდვილად არ იკვეთება და არც ვუშვებ, რომ ჩაერია ამ გადაწყვეტილებაში,”- განაცხადა ვოლსკიმ.
​შეგახსენებთ, დღეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლის, დავით ნარიმანიშვილის გადაწყვეტილებით, დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დარჩა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები