ლევან ჟორჟოლიანი: ოპოზიცია მმართველი გუნდის წევრების წინააღმდეგ შავი პიარის აგორებას ცდილობს

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის, ლევან ჟორჟოლიანის თქმით, ოპოზიცია მმართველი გუნდის წევრების წინააღმდეგ შავი პიარის აგორებას ცდილობს. მისი შეფასებით, მაშინ, როდესაც ხელისუფლება საქმის გასაკეთებლად კრედიტებს იღებს, ოპოზიცია ცდილობს, ემიგრანტებს ფული დაცინცლოს და ვირტუალური თანამდებობები შექმნას: „როგორც ჩანს, მითი მათი ლიდერის ყოვლისშემძლეობასთან დაკავშირებით ინგრევა და საკუთარი აქტივიც ეკარგება. ყველაზე სახიფათო ამ ძალისთვის არის 2018 წელს თბილისში გახორციელებული და 2019 წელს და შემდეგ წელში გასახორციელებელი პროექტები, რომლებსაც თბილისის მერი ხელმძღვანელობს. დედაქალაქის მერიას, ამაში, ჩვენ დიდ პოლიტიკურ თანადგომას ვუცხადებთ და ჩვენი დემორალიზება და შავი პიარის აგორება არის კონკრეტულად თბილისის საკრებულოში არსებული ამ ძალის მიზანი”, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა. მისივე თქმით, ოპოზიციის ეს სცენარი მარცხით დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები