ლონდა თოლორაია: შსს ებრძვის არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ დანაშაულს როგორც სხვა პირების მხრიდან, ისე – სისტემის შიგნით

“შინაგან საქმეთა სამინისტრო ებრძვის არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ დანაშაულს როგორც სხვა პირების მხრიდან, ისე – სისტემის შიგნით”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, ლონდა თოლორაიამ განაცხადა.
“2018 წლის 11 თებერვალს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო მოკვლევა, პოლიციის თანამშრომლების მხრიდან, ქუჩაში მცხოვრებ არასრულწლოვნებზე შესაძლო ფიზიკური ძალადობის ფაქტზე. აღნიშნულის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გენერალურ პროკურატურას გამოძიების დაწყებისა და დანაშაულის შესაძლო ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებასთან დაკავშირებით მიმართა. გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ძალადობის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. გარდა ამისა, შესაბამისი პოლიციის დანაყოფის ხელმძღვანელი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან”, – განაცხადა თოლორაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები