“უგულავა ბესელია-გოგიჩაიშვილს: რომ ღაღადებთ, მოსამართლეები უკანონობას ჩადიოდნენ ადრეო – ჩადიოდნენ, ჩადიან და კვლავაც ჩაიდენენ იმიტომ, რომ მონობას არიან შეჩვეულნი

დღეს, როდესაც ყველა წინაპირობა მოიხსნა წინასწარი პატიმრობისა, ამ მოსამართლემ თავზე გადაახია იმავე​აპელაციას გადაწყვეტილება, რომელმაც თქვა, რომ მიმალვის საფრთხე არ არის”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ჟურნალისტებს დავით კირკიტაძის საქმეზე სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა.
გიგი უგულავამ განცხადება ეკა ბესელიასა და ლევან გოგიჩაიშვილის მიმართაც გააკეთა: „მე მინდა, ბესელიასა და გოგიჩაიშვილს ვუთხრა: რომ ღაღადებთ, ეს მოსამართლეები უკანონობას ჩადიოდნენ ადრეო – ადრე კი არ ჩადიოდნენ, მეგობრებო, ჩადიოდნენ, ჩადიან და კვლავ ჩაიდენენ იმიტომ, რომ ეს ხალხი მონობასაა შეჩვეული. ეს ხალხი მსახურებასაა შეჩვეული. სხვანაირად ამათ არ იციან“, – განაცხადა გიგი უგულავამ. შეგახსენებთ, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დაკავებული წევრის, დავით კირკიტაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა სასამართლომ ძალაში დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები