საქართველოს ბანკის გენერალური პარტნიორობით, ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს დელეგაციის გაცილების ცერემონია გაიმართა

0

საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის გენერალური პარტნიორობით, ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილე დელეგაციის გაცილების ცერემონია გაიმართა. საქართველოს ბანკის ცნობით, ასევე, დამტკიცდა საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის შემადგენლობაც. მათივე ცნობით, ახალგაზრდა სპორტსმენებმა საზეიმო ოლიმპიური ფიციც დადეს, რომელიც საქართველოს ეროვნული ოლიმპური კომიტეტის შტაბ-ბინაში გაიმართა.
“ოლიმპიურ ფესტივალს სარაევო 9-16 თებერვალს უმასპინძლებს და მასში საქართველოდან, სპორტის ორ სახეობაში, სულ ექვსი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. სამთო-სათხილამურო სპორტში ნოდარ კოზანაშვილი, გიორგი აბრამაშვილი, სანდრო ჟორჟოლიანი, ნინო კურტანიძე და მაგატა ჯაფარიძე იასპარეზებენ. ფიგურულ ციგურაობაში კი საქართველოს ალინა ურუშაძე წარმოადგენს. საქართველოს ბანკი მოხარულია, რომ ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი – საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია. საქართველოს ბანკი წარმატებებს უსურვებს ახალგაზრდა ოლიმპიელებს!” – ნათქვამია საქართველოს ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისათვის, საქართველოს ბანკი ოლიმპიურ კომიტეტს გენერალურ პარტნიორობას 2020 წლამდე გასახორციელებელ ყველა აქტივობაში გაუწევს. საქართველოს ბანკისა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თანამშრომლობის მიზანია ქართველი ოლიმპიური სპორტსმენების მხარდაჭერა და წარმოჩენა საერთაშორისო დონეზე, რადგან თითოეული სპორტსმენისთვის, რომელიც, წლების განმავლობაში, ემზადება ოლიმპიური თამაშებისთვის, მნიშვნელოვანია სწორედ საკუთარი ქვეყნის მხარდაჭერა და მოსახლეობის ქომაგობა.

კომენტარები

კომენტარი