“შეწყალების კომისია კონცეფციის შემუშავების შემდეგ დაკომპლექტდება”

პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა, დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტების კითხვის პასუხად, თუ როდის დაკომპლექტება პატიმართა შეწყალების კომისია, განაცხადა, რომ ეს მხოლოდ კონცეფციის შემუშავების შემდეგ მოხდება.
მისივე თქმით, პრეზიდენტი, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, უფლებამოსილია, მსჯავრდებული პირდაპირი წესითაც შეიწყალოს.

მოისწრაფიშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა ხელი უკვე შეწყალების სამ აქტს მოაწერა: „პრეზიდენტი უფლებამოსილია, კომისიის არარსებობის შემთხვევაშიც, პირდაპირი წესით შეიწყალოს პატიმარი, თუმცა – ამას უნდა ჰქონდეს შესაბამისი საფუძველი. ინაუგურაციის შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, თავისი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა, შეწყალების სამ აქტს პირდაპირი წესით მოაწერა ხელი. რაც შეეხება კომისიას – არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ის კონცეფციის შემუშავების შემდეგ დაკომპლექტდება“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები