სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს შეხვდება

17-19 თებერვალს დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სამუშაო ვიზიტი საფრანგეთის რესპუბლიკაში.
როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი შეხვდება საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს.
მისივე თქმით, დაგეგმილია შეხვედრები UNESCO-ს გენერალურ მდივანთან, სენატის პრეზიდენტთან.
პრესსპიკერის ინფორმაციით, იგეგმება სხვა არაერთი შეხვედრა, ასევე – ინტერვიუები „ლე მონდთან“, „ფრანს 24“-თან, სხვა მედიასაშუალებებთან.
გარდა ამისა, პრეზიდენტი შეხვდება ქართველ სტუდენტებსა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს.
20-21 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი, სამუშაო ვიზიტით, გერმანიაში გაემგზავრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები