ინფრასტრუქტურის სამინისტრომ იმერეთში, კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში, ახალი სკოლების მშენებლობაზე, ტენდერი გამოაცხადა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი კიდევ ოთხი სკოლის პროექტირება-მშენებლობაზე გამოაცხადა.
ტენდერი გამოცხადდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხის, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რგანის, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარისა და ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო სკოლების მშენებლობაზე.
მუნიციპალური განვითარების ფონდი, 2019 წელს, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 29 სკოლის მშენებლობას იწყებს. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება. ახალი სკოლების მშენებლობის გარდა, მუნიციპალური განვითარების ფონდს, 2019-2020 წლებში, სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერება აქვს დაგეგმილი. საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, რეაბილიტირდება ათეულობით სკოლა, მათ შორის – ადიგენის მუნიციპალიტეტში სოფელ ზარზმისა და მოხის საჯარო სკოლები.
ცნობისთვის, მუნიციპალური განვითარების ფონდს, ამ ეტაპზე, შვიდი სკოლის მშენებლობაზე აქვს ტენდერი გამოცხადებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები