ხაშურში, ერთმანეთს სამგზავრო მატარებელი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ

ხაშურში, დღეს დილით, ერთმანეთს ბორჯომი-თბილისის სამგზავრო მატარებელი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაშავდა, თუმცა – მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები