ოთარ ანგურიძე: ევროპის პალატის შედეგები ცხადყოფს, რომ საქართველოს კარგი საინვესტიციო და საგადასახადო პოლიტიკა აქვს

თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძე „ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის 2019“ წლის რეიტინგში საქართველოს დაწინაურებაზე საუბრობს.
„ევროპის პალატის შედეგები ცხადყოფს, რომ საქართველოს აქვს კარგი საინვესტიციო და საგადასახადო პოლიტიკა, რაც პოტენციური ინვესტორების მხრიდან საქართველოში ბიზნესის კეთების დაწყების დაინტერესებას იწვევს. ყოველივე მთავრობის მხრიდან ბიზნესკლიმატის გაუმჯობესების მიმართულებით განხორციელებული რეფორმების შედეგია“,- აცხადებს ოთარ ანგურიძე.
ევროპის პალატის მიერ გამოქვეყნებული „ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის 2019“ რეიტინგის მიხედვით, საქართველოს რეიტინგი წინა წელთან შედარებით 2 ადგილით გაუმჯობესდა და მე-18 ადგილიდან მე-16 ადგილზე გადაინაცვლა ევროპის 46 ქვეყანას შორის. 2019 წელს საქართველოს სარეიტინგო ქულა 1.98 პუნქტით გაუმჯობესდა და 71.0 ქულა შეადგინა. ამ შედეგით საქართველო რეგიონში პირველ ადგილს იკავებს და უსწრებს ევროკავშირის წევრ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა პორტუგალია, ლიეტუვა, ლატვია, პოლონეთი, ესპანეთი, ჩეხეთი, სლოვენია, კვიპროსი, სლოვაკეთი, იტალია, ხორვატია, უნგრეთი და სხვა. კვლევაში გამოყენებულია მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთებისა და საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები