ვეტერანებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ

მიმდინარე წლის 14 თებერვალს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ა(ა)იპ ორგანიზაცია ” ქართული ოცნება – ჯანმრთელი მომავლის” ორგანიზებით, მემორანდუმის ფარგლებში, თბილისში მცხოვრებ ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს, უფასო სამედიცინო კვლევები ჩაუტარდებათ.
სამედიცინო აქცია ვეტერანებისთვის კლინიკა “ვივამედში” ჩატარდება. აქციის ფარგლებში, ბენეფიციარებს, სრულიად უსასყიდლოდ გაეწევათ თერაპევტის, ნევროლოგის, ოფთალოლოგის, კარდიოლოგის, უროლოგის, ტრავმატოლოგის, ანგიო-ქირურგის, რენდგენოლოგის, ენდოკრინოლოგის, ლაბორატორიული და სხვა სახის სამედიცინო მომსახურებები.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ა(ა)იპ ორგანიზაციას ” ქართული ოცნება – ჯანმრთელი მომავალი” შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, მიმდინარე წლის 25 იანვარს გაფორმდა და 2019 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს.
მემორანდუმი მიზნად ისახავს, ვეტერანებისთვის სათანადო ცხოვრების პირობების შექმნის უზრუნველყოფას და მათი სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას.
ბენეფიციარების მიღება 10:00 საათიდან იწარმოებს. მისამართი: აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები