წყნეთში, ავტობუსი დაგორდა – დაშავებულია ხუთი მგზავრი

წყნეთში, დილის საათებში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ხუთი ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა დაშავებულები ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. თბილისის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი N 34 ავტობუსის მძღოლის ინფორმაციით, მანქანა მუხრუჭის დაზიანების გამო დაგორდა: „გავაჩერე, ჩამომსვლელები ჩამოვიდნენ. ამასობაში, მუხრუჭი ჩავარდა, აღარ დაიჭირა, დაქანდა ქვემოთ, სიჩქარეში ვეღარ ჩავაგდე. ვიმარჯვე და იქ ხეებმა დაიჭირა“, – ამბობს ავტობუსის მძღოლი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები