საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა, ეკო-გრანტების პროგრამის გამარჯვებულები დააჯილდოვა. ეკო-გრანტების პროგრამა ინიცირებული და დაფინანსებულია BP-ისა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობისა და სამხრეთ კავკასიის გაზის მილსადენის პროექტების ფარგლებში. პროგრამას CTC გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს, რომლის მიზანი ისეთი პროექტების დაფინანსებაა, რომლებიც გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასა და პრაქტიკული გარემოსდაცვითი ღონისძიებების ორგანიზებისკენაა მიმართული.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება ქალთა ორგანიზაციის “ქალები ქვეყნის მომავლისთვის” პროექტ „ ენერგიის ალტერნატიული წყაროები ( ნეტო აღრიცხვა ) და მისი გავლენა ადგილობრივი თემის განვითარებაზე” გაამახვილა. აღნიშნა, რომ ქალთა ჩართულობა, მსგავსი სახის კონკურსებში, ძალიან მნიშვნელოვანია. პროგრამა ორეტაპიანია და, პირველ ეტაპზე, საგრანტო კონკურსის ფარგლებში, სამი პროექტი დაფინანსდა, რომელიც წარმატებით ხორციელდება. კონკურსის მეორე ეტაპზე კი ოთხი გამარჯვებული ორგანიზაცია გამოვლინდა: შავი ზღვის ეკო-აკადემია პროექტისთვის “მდგრადი შემოსავლის მიღების უზრუნველყოფა აჭარის ეროვნული პარკების მხარდამჭერი ზონების თემებისთვის ეკო-ტურიზმის განვითარების გზით”; მწვანე რეგიონები – პროექტისთვის ”ზემო იმერეთის მთის ტყეების შენარჩუნება და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები”; სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი ნაკრესი – პროექტისთვის “ტყის მრავალფუნქციური გამოყენების დანერგვა და პოპულარიზაცია ბორჯომის მუნიციპალიტეტში”; ქალები ქვეყნის მომავლისთვის – პროექტისთვის “ენერგიის ალტერნატიული წყაროები (ნეტო აღრიცხვა) და მისი გავლენა ადგილობრივი თემის განვითარებაზე”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები