ლაშა ტალახაძე მსოფლიოს 2018 წლის საუკეთესო ძალოსანია

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის გამოკითხვით, ლაშა ტალახაძე კვლავ მსოფლიოს 2018 წლის საუკეთესო ძალოსანია.

ფედერაციის ვებგვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგები დღეს გამოქვეყნდა. ტალახაძემ 17 800 ხმა მოაგროვა.

ქალთა შორის პირველ ადგილზე ესპანელი ლიდია ვალენტინი გავიდა.

ქართველი ჩემპიონი მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნად ზედიზედ მეორედ დასახელდა.

გასული წლის 21 დეკემბერს ლაშა ტალახაძე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვერსიით, წლის საუკეთესო ქართველ სპორტსმენად დასახელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები