მიხეილ ბატიაშვილი პროკურატურას: რაც უფრო სწრაფად გაეცემა პასუხი კითხვებს, როგორც ოჯახისთვის, ასევე, მთელი სისტემისთვის მნიშვნელოვანია

ზუგდიდის მე-6  საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების საკითხზე პროკურატურის საქმის აღძვრას განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ეხმიანება.

მისი თქმით, ნებისმიერ მხარესთან თანამშრომლობს და რაც შეიძლება, მალე უნდა გაეცეს კითხვებს პასუხები.

„მნიშვნელოვანია, რომ პროკურატურამ დაიწყო გამოძიება! მივესალმები ამ გადაწყვეტილებას – რაც უფრო სწრაფად გაეცემა პასუხი კითხვებს, როგორც ოჯახისთვის, ასევე მთელი სისტემისთვის ძალიან მნიშვნელოვანია! როგორც არაერთხელ განვაცხადე, რაც უფრო მეტი მხარე დაინტერესდება, მით უფრო ამომწურავ ინფორმაციას მიიღებს საზოგადოება. ჩვენ ვთანამშრომლობთ და ვითანამშრომლებთ ნებისმიერ მხარესთან, ვინც ზუგდიდის მე-6 სკოლის საკითხს სწავლობს, რათა ყველა კითხვას გაეცეს პასუხი“ – განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები