გიგი წერეთელი ადა მარშანიას – “ზედმეტი არ მოგივიდეს, ადა, ჩემი ნამუსი შენი შესაფასებელი არ არის”

„ადა, ჩემი ნამუსი შენი შესაფასებელი არ არის“, – ამ სიტყვებით „ევროპული საქართველოს“ საპარლამენტო წევრმა, გიგი წერეთელმა კოლეგას, ადა მარშანიას მიმართა. სხდომაზე, სადაც რუსულ პროპაგანდაზე მსჯელობდნენ, გიგი წერეთელი და ადა მარშანია შეკამათდნენ. გიგი წერეთელმა ადა მარშანიას მიმართა და უთხრა, რომ მსოფლიო შეთანხმებულია – რუსეთი წარმოადგენს საფრთხეს და ყველგან ქმნის პრობლემებს, განსაკუთრებით – ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ადა მარშანია გიგი წერეთელს წინადადების დასრულების საშუალებას არ აძლევდა. მარშანიამ წერეთელს “უნამუსო” უწოდა, რასაც დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა – წერეთელი: “მოიცა, რა, ადა, რა დაგემართა?”; მარშანია: “ნერვებს მიშლით ძალიან”; წერეთელი: “ნერვებს თუ გიშლით, ამისთვის ბევრი საშუალებაა. ჩვენც გვიშლით ნერვებს, მაგრამ უნამუსო რას ჰქვია? ჩემი ნამუსი შენი შესაფასებელი არ არის, ზედმეტი არ მოგივიდეს, ადა, პატივს გცემ”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები