ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტზე მუშაობას აგრძელებს

წინანდალში, 11-12 თებერვალს, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონპროექტის შემუშავებაში ჩართული პირების მონაწილეობით მორიგი სამუშაო შეხვედრა იმართება.
სამუშაო პროცესში, პარლამენტის წევრებთან ერთად, აღმასრულებელი ორგანოების წარმომადგენლები, მოსამართლეები, მომხმარებელთა უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები, ბიზნესისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები და ექსპერტები მონაწილეობენ.
„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტის მიზანია, საქართველოში უზრუნველყოფილი იქნას მომხმარებლის დაცვის მაღალი სტანდარტი, განისაზღვროს მომხმარებლების უფლებები და მომხმარებლის დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკა, დადგინდეს მომხმარებლის უფლებების დაცვის სამართლებრივი მექანიზმები, ჩამოყალიბდეს მომხმარებლის პატივისცემაზე დამყარებული ქცევის კულტურა და ხელი შეეწყოს სამართლიანი კონკურენციის განვითარებას. კანონპროექტი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებებიდან გამომდინარეობს, ითვალისწინებს ევროკავშირის საუკეთესო გამოცდილებას და ეყრდნობა მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში მოქმედ ევროკავშირის დირექტივებს.
კომიტეტი ახალი კანონპროექტის ინიცირებას უახლოეს მომავალში გეგმავს.
შეხვედრა გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ-ის სამართლის პროგრამა) მხარდაჭერით იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები