დავით სერგეენკო: 2015 წლამდე ჰეპატიტისგან განკურნება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო

დავით სერგეენკომ ვირუსულ ჰეპატიტზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონულ საკონსულტაციო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოში C ჰეპატიტის მკურნალობის ხელმისაწვდომობაზე ისაუბრა.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ჰეპატიტი გლობალური ჯანდაცვის პრობლემაა, რომელსაც ერთი და იმავე დანიშნულებითა და მედიკამენტით მკურნალობენ. ასევე, აღნიშნა, რომ 2015 წლამდე C ჰეპატიტზე მკურნალობა ძალიან ცოტა ადამიანისთვის იყო ხელმისაწვდომი.
„საქართველო მსოფლიოში დღეს ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც პაციენტებს, რომელთაც მართლაც ვერაგი დაავადება აქვთ, გამოვლენას აკეთებს პროაქტიურად. ყველა დანარჩენ ქვეყანაში, შეძლებისდაგვარად, მკურნალობენ მხოლოდ იმ პაციენტებს, რომლებიც სამკურნალოდ მიაკითხავენ. ეს მოდელი, პაციენტების პროაქტიური მოძიება და სამი მთავარი მიმართულების თანაბარმნიშვნელოვან ფაქტორად გათვალისწინება, როგორიც არის პრევენცია, საკუთრივ მკურნალობა და პაციენტების ჩართულობა, სტიგმასთან ბრძოლა – ამით არის გამორჩეული საქართველო.
ქვეყანაში ჯანდაცვა უნდა ყოფილიყო პრიორიტეტი, მაგრამ არა მნიშვნელობით, არამედ უნდა ყოფილიყო ექიმებისა და მეცნიერების ისეთი გუნდი, რომელიც შეძლებდა ამის გაკეთებას, ასევე უნდა ყოფილიყო სტაბილური პოლიტიკური ვითარება. საბედნიეროდ, საქართველომ ეს კომპონენტები წარმატებით დააკმაყოფილა, სწორედ ამიტომ გახდა შესაძლებელი ამ მართლაც უნიკალური პროგრამის დაწყება 2015 წელს საქართველოში. დამატებით საქართველოსთვის ეს იყო ძალიან დიდი ჯანდაცვითი ტვირთი“, – განაცხადა სერგეენკომ.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, 2015 წლამდე ჰეპატიტისგან განკურნება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.
„150 000 ადამიანს სჭირდებოდა C ჰეპატიტზე მკურნალობა და 2015 წლამდე მკურნალობა ძალიან ცოტა ადამიანისთვის იყო ხელმისაწვდომი და პრაქტიკულად შეუძლებელი. საბედნიეროდ, ჩვენმა პარტნიორობამ, ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორებთან ერთად, როგორიც არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ბრწყინვალე პარტნიორი, საფუძველი ჩაუყარა კერძო სახელმწიფო პარტნიორობის ახალ მოდელს. ფარმაცევტული კომპანიის „გილეარდი“ მხარდაჭერით, ჩვენ შევძელით ამის გაკეთება. პროგრამის უნიკალურობიდან გამომდინარე, აუცილებლად გვექნება შესაძლებლობა, ჩვენი ქვეყნის გამოცდილება გავუზიაროთ სხვა ქვეყნებსაც“, – განაცხადა სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები