გიორგი მიქაუტაძე: არ არსებობს არგუმენტი, რის გამოც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა უნდა შეჩერდეს

“არ არსებობს არგუმენტი, რის გამოც 2025 წლამდე პირველ და მეორე ინსტანციებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა უნდა შეჩერდეს”, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, გაფართოებულ სხდომაზე, რომელსაც დღეს 150-ზე მეტი მოსამართლე ესწრებოდა, ღიად დაფიქსირდა უარყოფითი დამოკიდებულება კანონპროექტის მიმართ და მოსამართლეებმა თავიანთი არგუმენტაცია ნათლად ჩამოაყალიბეს.
„ჩვენ მოვისმინეთ ბევრი არგუმენტი იმის თაობაზე რომ არც სამართლებრივად და არც სხვა რაიმე მიზნებით არ არსებობს არგუმენტი საკანონმდებლო ცვლილების სასარგებლოდ, რომლის მიხედვითაც უნდა შეჩერდეს მოსამართლეთა დანიშვნა. ჩვენ გვესმოდა მკაფიო განცხადებები და მოწოდებები, მათ შორის საბჭოს არამოსამართლე წევრების მხრიდან, რომ ისინი ეთანხმებიან აღნიშნულ ინიციატივას, თუმცა დღეს ჩვენს ათეულობით კითხვაზე, დაესახელებინათ თუნდაც ერთი არგუმენტი, თუ რატომ უნდა განხორციელდეს ეს ცვლილება, მივიღეთ დუმილი.ვიცი, რომ დუმილი არის თანხმობის ნიშანი. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ჩვენს არგუმენტებს ეს წევრებიც ეთანხმებიან, უბრალოდ საპასუხო არგუმენტი არ აქვთ, რადგან ასეთი არგუმენტი არ არსებობს”,- განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები