ამირან გამყრელიძე: წითელათი ავადობის მაჩვენებელი დასტაბილურდა

0

“პირველი იანვრიდან დღემდე, წითელას 1370 შემთხვევაა დაფიქსირებული“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, წითელათი ავადობის მაჩვენებელი დასტაბილურდა, თუმცა – ზრდადია: „ძალიან ინტენსიური შემაკავებელი ღონისძიებები მიმდინარეობს წითელასთან დაკავშირებით.
ჯერჯერობით, სტაბილიზაციის ელემენტი გვაქვს, მაგრამ შემთხვევათა რაოდენობა იზრდება. დღევანდელი მონაცემით, პირველი იანვრიდან დღემდე, წითელას 1370 შემთხვევაა დაფიქსირებული“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ამასთან, გამყრელიძე აცხადებს, რომ წითელას საწინააღმდეგოდ აცრების მსურველთა რიცხვმა იმატა: „25 000 ადამიანია, დამატებით, აცრილი. აქ არ იგულისხმებს გეგმური აცრა, რომელიც ბავშვებში ტარდება. ერთადერთი საშუალება, რომ შევაჩეროთ წითელა, არის მასობრივი ვაქცინაცია. ვინც არ არის აცრილი, ან არ აქვს გადატანილი წითელა, ვთხოვ, მიმართოს თავის პოლიკლინიკას და ჩაიტაროს აცრა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი