თბილისში ახალგაზრდა ქალი მეუღლემ ცივი იარაღით დაჭრა

თბილისში, ხოშარაულის ქუჩაზე, ახალგაზრდა ქალი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მას, ცივი იარაღით, ჭრილობები მეუღლემ მიაყენა.
დაშავებული ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები