პროკურატურაში ვენეციის კომისიის დელეგაციის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ვენეციის კომისიის დელეგაციის წევრებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე, მისი მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი და საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი ნათია მერებაშვილი ესწრებოდნენ.

შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რეფორმის კონცეფცია განიხილეს, რაც საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილებების და პასუხისმგებლობის მკვეთრად გამიჯვნას გულისხმობს. ვენეციის კომისიის წარმომადგენლები ასევე გაეცნენ ინფორმაციას პროკურორთა შეფასების სისტემის, სისხლისსამართლებრივი დევნისა და განაჩენების სტატისტიკისა და მათთვის საინტერესო სხვა საკითხების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები