“ვისოლისა” და “თი-ბი-სის” ერთობლივი აქცია დაიწყო

“ვისოლი”, “თი-ბი-სი” ბანკი და “თი-ბი-სი დაზღვევა” ერთობლივ აქციას იწყებენ. მომხმარებელი, რომელიც ერთი თვის განმავლობაში “თი-ბი-სის” ნებისმიერი ბარათით ვისოლის ქსელში შეიძენს 250 ლარის საწვავს ან ბუნებრივ  აირს, ვისოლისგან ავტომატურად დასაჩუქრდება “თი-ბი-სი დაზღვევის” ავტოპასუხისმგებლობის, მძღოლის და მგზავრების  1 თვიანი დაზღვევით, 5000 ლარიანი ლიმიტით.

საჩუქარი მომხმარებელს ავტომატურად გაუაქტიურდება და მოიცავს:

  • ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა – 2,500 ლარიანი ლიმიტით

თუ ავტომობილის მართვისას, მომხმარებლის ბრალეულობით დაზიანდება სხვისი ავტომობილი, ქონება ან ჯანმრთელობა, “თი-ბი-სი” დაზღვევა აანაზღაურებს ზარალს.

  • მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისგან დაზღვევა – 2,500 ლარიანი ლიმიტით

თუ ავტომობილის მართვისას მომხმარებელი ან მგზვარები მიიღებენ ჯანმრთელობის დაზიანებას “თი-ბი-სი” დაზღვევა აანაზღაურებს მკურნალობის ხარჯებს. დაზღვევა იმოქმედებს ნებისმიერი ავტომობილის მართვისას 1 თვის განმავლობაში და განახლდება ყოველ ახალ თვეს ვისოლში საწვავის შეძენისას.

აქციის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე; tbcinsurance .ge

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები