სოფელ წყოუში გაჩენილ ხანძარს 94 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყოუში, ხის საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ამ ფაქტის შედეგად,  94 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევა დღეს, გამთენიისას მოხდა. მათივე ინფორმაციით, ხანძრის შედეგად, საცხოვრებელი სახლის 100 კვ.მ. დაიწვა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ არსებობდა ცეცხლის გავრცელების საშიშროება გვერდით მდებარე ორსართულიან სახლზე. თუმცა, ხანძარი დროულად ლოკალიზდა.

შეტყობინება სამაშველო სამსახურში დღეს, დილის 06:00 საათზე შევიდა. ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. ცეცხლის ლიკვიდაცია ერთ საათში მოხერხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები