მარიამ ჯაში: ჩემი თითოეული კოლეგისთვის მნიშვნელოვანია განათლების სფეროში დაგეგმილი ცვლილებები

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კომიტეტის სახელით მიხეილ ბატიაშვილს მოხსენებისთვის მადლობა გადაუხადა.
მისი თქმით, განათლების თითოეულ საფეხურზე არაერთი სიახლე იგეგმება და იწყება.
,,ადრეული და სკოლამდელი განათლების ეტაპზე იმ საკანონმდებლო ინიციატივის შემდგომ, რომელიც ჯერ კიდევ მე-8 მოწვევის პარლამენტმა მიიღო, ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმებაა მიღწეული, რომ განათლების უწყებამ ადრეული და სკოლამდელი განთლების სისტემის ერთიანი სტრუქტურა, მაკოორდინებელი სისტემა შექმნას, რომელიც განათლების პოლიტიკის შემუშავებასა და ავტორიზაციისა და ხარისხის უზრუნველყოფის კუთხით დაგეგმილი ცვლილებების განხორციელებას შეუწყობს ხელს,“- განაცხადა მარიამ ჯაშმა.
სასკოლო განათლების საფეხურზე კომიტეტის თავმჯდომარემ მინისტრის ანგარიშიდან ორი ძირითადი მიმართულება გამოყო.
,,მივესალმები ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით გათვალისწინებულ მნიშვნელოვან ინვესტიციებს. პრაქტიკულად ინფრაქტრუქტურის მიმართულების გათვალისწინებული რესურსები გასამმაგდა. 2019 წელს 9 ახალი სკოლა გვექნება და 265 სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 29 სკოლის მშენებლობა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მხარდაჭერით დასრულებულია და 35 000-ზე მეტი მოსწავლისთვის სასკოლო გარემო გაუმჯობესდა. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, შეერთებული შტატების მხარდაჭერით ხორციელდება,“- განაცხადა მარიამ ჯაშმა.მან სასკოლო ინიციატივებს შორის ასევე მანდატურის სამსახურის რეფორმასთან დაკავშირებული თემები გამოყო.
,,საპარლამენტო ზედამხედველობის თვალსაზრისით ჩვენ 2018 წელს მანდატურის სამსახურისა და სკოლის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიმართულებით პაკეტი შევიმუშავეთ.
მისასალმებელია, რომ იქმნება რეგიონული სამსახურები, რომლების კოორდინაციას გაუწევსნ კანონით გათვალისწინებული ცვლილებების დანერგვას,“-აღნიშნამარიამჯაშმა. კომიტეტის თავმჯდომარემ გამოცდებთან დაკავშირებით კომიტეტის პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა.
„პირადად მე ბოლო ორი წელიწადია საკმაოდ კრიტიკულად ვაფასებდი არსებულ საატესტატო სისტემას,რომელიც აუცილებლად მოითხოვდა მოდიფიცირებას. გამოცდები ვერ პასუხობდა განათლების ხარისხისგაუმჯობესების ამოცანებს და მიუხედავად იმისა, რომ საერთო ჯამში, გაუქმებასთან დაკავშირებით ჩვენ არგვქონია საბოლოო პოზიცია ჩამოყალიბებული, ექსპერტთა შეფასებითაც და ასევე საზოგადოების მხრიდანგამოხმაურების თვალსაზრისით, ვფიქრობ არსებული სისტემით საატესტატო გამოცდები ნამდვილად არ იყოეფექტური და სკოლა რჩებოდა, განსაკუთრებით, დამამთავრებელ კლასებში ორიენტირებული გამოცდებისჩაბარებაზე და არა განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე”, -განაცხადა მარიამ ჯაშმა.
მან მინისტრის მიერ მოხსენებაში ხაზგასმული ჩრდილოვანი განათლების პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება, რომელზეც მისივე თქმით, სულ მცირე 100 მლნ-ზე მეტი ლარი იხარჯება საზოგადოების მხრიდან.
„მიუხედავად იმისა, რომ ვუდასტურებ უდიდეს პატივისცემას თითოეულ ჩვენს პედაგოგს, ისინი საჯარო სკოლაშითუ სკოლის ფარგლებს მიღმა ახორციელებენ პედაგოგიურ მოღვაწეობას, ჩვენ კონსტიტუციით გარანტირებულიუფლებისთვის არ უნდა ვაიძულოთ მშობლები, რომ მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების გაღება უწევდეთშვილების მოსამზადებლად ისევ და ისევ გამოცდებზე ორიენტირებული სასწავლო სისტემისთვის”, – აღნიშნა მარიამ ჯაშმა.მისი თქმით, პედაგოგების მოტივაციის ზრდას აუცილებლად ხელი უნდა შეეწყოს , როგორც
პროფესიული, ასევე მატერიალური ანაზღაურების გაუმჯობესების თვალსაზრისით.
„ეს დაანონსდა პრემიერმინისტრის მიერ. მომდევნო წლებში მნიშვნელოვანი ზრდა არის გათვალისწინებული დააქვე მინდა მოგმართოთ თხოვნით, რომ თანაბრად ვიზრუნოთ პედაგოგების ხელფასების გაუმჯობესებაზე არამარტო სკოლაში, არამედ საბავშვო ბაღების დონეზე და ასევე არაფორმალურ განათლებაში. სახელოვნებო განათლებაში კვლავაც რჩება მასწავლებლების არაადეკვატურად დაბალი ანაზღაურება, რაც აუცილებლად უნდა იყოს განხილული. ერთ-ერთი მიმართულება, რის გამოც მივესალმებოდი უწყებების გაერთიანებას, იქნება სახელოვნებო განათლების გაუმჯობესება და სპორტული განათლების ხარისხის გაუმჯობესება.”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, წარმატებით ინერგება ახალი კანონი პროფესიული განათლების შესახებ, რაც ასევე კომიტეტისა დასამინისტროს ერთობლივი მუშაობის შედეგია. მან მადლობა გადაუხადა ყველა იმ საჯარო თუ კერძოდაწესებულებების პედაგოგებს, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული აღნიშნული კანონის შემუშავებაში.
„57 საჯარო სკოლაში შესაძლებელი გახდება პროფესიული განათლების მიღება. 8 ახალი კოლეჯის მშენებლობა და ფუნქციონირება არის დაგეგმილი 2019-2020 სასწავლო წლისთვის. მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც არის წინ გადადგმული ნაბიჯი ეს არის კერძო კოლეჯების თანაბარი კონკურენციის პირობებში ჩაყენება საჯარო კოლეჯებთან. 2019 წელი არის პირველი წელი, როცა სახელმწიფო დაფინანსებით კერძო კოლეჯებს მიეცემათ საშუალება მიიღონ სტუდენტები. ასევე საკანონმდებლო ჩიხი აღმოფხვრილია და 2019 წლის საგაზაფხულო მიღების შემდგომ სტუდენტებს კოლეჯებში საშუალება ექნებათ პარალელურად მიიღონ ინტეგრირებულ სასწავლოპ როგრამაში მონაწილეობა”,-განაცხადა მარიამ ჯაშმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ასევე, რომ კოლეჯებსეკონომიკური შემოსავლების რეინვესტირების საშუალება მიეცათ.
რაც შეეხება მეცნიერების სფეროს. მარიამ ჯაშს მიაჩნია, რომ ამ მიმართულებით აუცილებელია დაფინანსებისშემდგომი ზრდა.
„მაქსიმალური აქცენტი უნდა გაკეთდეს საერთაშორისო პროგრამებში ჩვენი მეცნიერების ჩართულობასა დასაერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებაზე”, – აღნიშნა მარიამ ჯაშმა.
მან ყურადღება გაამახვილა პრობლემებზე, რომელის მოგვარებაზეც კომიტეტი სამინისტროსთან ერთობლივადიმუშავებს: ენათმეცნიერების ინსტიტუტის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, ნიჭიერთა ათწლედისა დაჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სასწავლებლის შენობის პრობლემა. პრობლემად რჩება ასევე ინვესტიციებისსაკითხი არამარტო სახელმწიფო დაფინანსება ,არამედ კერძო სექტორის მაქსიმალური მობილიზაცია, თუნდაცსტუდენტური სესხების განვითარების თვალსაზრისით. პრობლემად რჩება სტატუსშეჩერებული სტუდენტებისსაკითხი, რომელთა ნაწილი ფინანსური რესურსის გამო წყვეტს სწავლას და აქ, ვფიქრობ, კერძო სექტორს ექნებაგადამწყვეტი მნიშვნელობა”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.
კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება უწყვეტი კოორდინაცია.
„განათლების უწყებამ გააძლიერა პედაგოგებთან რეგულარული კოორდინაცია რესურსების საშუალებით, თუმცა დაანონსებული სისტემური რეფორმების თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ცვლილება დეტალურად იქნას მიტანილი თითოეულ მასწავლებელთან, მშობელთან და მოსწავლეებთან”, -განაცხადა მარიამ ჯაშმა.
მისი ინფორმაციით, კომიტეტი ბორჯომში 13-15 თებერვალს გასვლით სხდომას გეგმავს, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი დაესწრება სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელებთან ერთად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები