გარდაბნელი ბავშვების დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი ჩატარდება

   გარდაბნელი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი სახელწოდებით “არდაიჯერო რომ შენ მარტო ხარ” გაიმართება. ღონიძიების ორგანიზატორის გურამ არუთინაშვილი განცხადებით, კონცერტი თბილისში, სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრში ქართველი ვარსკვლავების მონაწილეობით ჩატარდება. საქველმოქმედო ღონიძიებაზე შემოსული თანხა კი გარდაბნის განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვთა ცენტრს გადაეცემა. ღონისძიებაზე ბავშვების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენაც მოეწყობა.
„საქველმოქმედო კონცერტს გარდაბნის ცენტრში განსაკუთრებულიო საჭიროების მქონე ბავშვების დასახმარებლად ვატარებთ. ქალაქ გარდაბნის ბენეფიციარების დასახმარებლად კონცერტში მონაწილეობას ცნობილი მომღერლები, მათ შორის: თიკა ჯამბურია, თაკო მელიქიშვილი, გიორგი დათიაშვილი, ქეთი გომართელი, მარკუს მეტრეველი, ნინო ძოწენიძე, ანი სირაძე, თემო საჯაია, პაატა თედიაშვილი, მაცაცო თოხაძე, ჯგუფი „ბარძიმი“ და სხვები მიიღებენ“, – განაცხადა ღონიძიების ორგანიზატორმა გურამ არუთინაშვილმა.
საქველმოქმედო ღონიძიებაზე დასასწრები ბილეთი ხვალიდან თბილისში, სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრის სალაროში გაიყიდება და მისი ფასი 15 ლარი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები