რისთვის გადაუხადა მადლობა პრემიერს ქოდალოს მოსახლეობამ ?

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გურჯაანის რაიონის სოფელ ქოდალოს მოსახლეობას შეხვდა.
როგორც “კვირას“ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურდან აცნობეს, ქოდალოს მოსახლეობა აცხადებს, რომ ახალმა ხელისუფლებამ მათ გზებისა და წყალმომარაგების პრობლემები უკვე მოუგვარა, თუმცა საძოვრების პრობლემა აწუხებთ. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული პრობლემის მოგვარება რეგიონის გუბერნატორს, ირაკლი შიოლაშვილს დაავალა.
ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობას სახელმწიფო პროგრამის “აწარმოე საქართველოში” შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და მათ აქტიურობისკენ მოუწოდა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ადგილობრივი წარმოების განვითარების გარეშე ქვეყანა წინ ვერ წავა. მთავრობის მეთაურს მოსახლეობამ ყურძნის სუბსიდირებისთვის მადლობა გადაუხადა. მათ მიიღეს დაპირება, რომ მსგავსი პროგრამები მომავალშიც გაგრძელდება.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=8AA1B98LAnw” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები