სალონში კუსტარულად დამონტაჟებული გაზდანადგარი ჩაჭრეს

„ყაზტრანსგაზმა“ სალონში კუსტარულად დამონტაჟებული გაზდანადგარი აღმოაჩინა და ჩაჭრა. აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გოდერძი შარაშია წერს.

 „გაზის მილი სალონიდან არის გაყვანილი, კედელ-კედელ და უკანა ეზოში გადის, სუნია“,- წერს გოდერძი შარაშია.

ცნობისათვის, ჟურნალისტის მიერ პოსტის გამოქვეყნებამდე ,,ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლებს კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარი უკვე ჩაჭრილი ჰქონდათ. მეპატრონეს კი ინსტრუქცია ჩაუტარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები