კახა კალაძე: დედაქალაქის მასშტაბით ჯამში ათასობით დაავადებული ფიჭვი მოიჭრება

თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქში მიმდინარე სანიტარულ ჭრებსა და დაავადებული ფიჭვების მოჭრის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, “ეკოსერვის ჯგუფის“ მიერ დაავადებული ფიჭვები მოიჭრება და ახალი მცენარეებით ჩანაცვლდება.
„თქვენ იცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება დედაქალაქში. ძალიან ბევრს ვმუშაობთ, სხვადასხვა მიმართულებით ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი ხორციელდება. მინდა, მოსახლეობას ინფორმაცია დაავადებულ ფიჭვებთან დაკავშირებით მივაწოდო. გასულ წელს ჩვენ საერთაშორისო ექსპერტები ჩამოვიყვანეთ, ჩატარდა კვლევა, არსებული მდგომარეობა შეისწავლეს და დასკვნამ აჩვენა, რომ ამ თვალსაზრისით ქალაქში მართლაც მძიმე მდგომარეობა გვაქვს. თუ დღეს ჩვენ კონკრეტული ნაბიჯები არ გადავდგით, ქალაქი შეიძლება ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დადგეს. ამიტომ „ეკოსერვის ჯგუფი“ უკვე ახორციელებს სანიტარულ ჭრებს, რის შედეგადაც დედაქალაქის მასშტაბით ჯამში ათასობით დაავადებული ფიჭვი მოიჭრება. თუმცა მოჭრის შემდეგ ისინი ახალი ხე-მცენარეებით ჩანაცვლდება. ამ მცენარეების დიდი რაოდენობა განთავსებულია კერძო ტერიტორიებზე და მინდა მაია ბითაძეს ვთხოვო, რომ აქტიური კომუნიკაცია ჰქონდეს კერძო სექტორთან. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ეს დაავადება გადამდებია, და თუ ჩვენ დღესვე არ დავიწყეთ ზრუნვა და არ მივიღეთ ზომები, სერიოზული პრობლემის წინაშე შეიძლება დავდგეთ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები