კახა კალაძე: აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა პროგრამაში ყველა ის ბავშვი ჩაერთვება, რომელიც აქამდე რიგში იმყოფებოდა

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა პროგრამაში ყველა ის ბავშვი ჩაერთვება, რომელიც აქამდე მომლოდინეთა რიგში იმყოფებოდა. როგორც მან დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე აღნიშნა, პროგრამის ბენეფიციართა ლიმიტი 850-დან 1000 ბავშვამდე გაიზრდება.
„თქვენ იცით, რომ დედაქალაქის მთავრობა ამ მიმართულებით წლებია მუშაობს და 850 ბავშვს ვაფინანსებთ, რომელიც გადანაწილებულია შვიდ დაწესებულებაში, რომელიც მომსახურებას უწევს ბავშვებს. როდესაც მე ვიყავი საკრებულოში ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის მხრიდან დაისვა კითხვა, თუ შეიძლება გავზარდოთ ბავშვთა რაოდენობა, ვისაც მოემსახურება მერია, ჩვენ დავსხედით ერთად და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავაფართოვოთ პროგრამა. ჩვენ ვხარჯავდით 3 მილიონ 700 ათას ლარს და დამატებით 445 ათასი გამოიყოფა. ყველა ბავშვი ჩაერთვება პროგრამაში, რომლებიც მომლოდინეთა რიგში იმყოფებიან, თუ არ ვცდები, 139 მომლოდინე გვყავს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები