მიხეილ ბატიაშვილი: სკოლებში უსაფრთხოების მიმართულებით ბევრი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი

განათლების რეფორმის ფარგლებში გამართული შემაჯამებელი პრეზენტაციის წარდგენისას, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გახსნა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განსაკუთებული ყურადღება გაამახვილა სკოლების უსაფრთხოებაზე, რაც სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.
„ნებისმიერ რეფორმაზე საუბარი ზედმეტია, თუ მშობელმა არ იგრძნო რომ სკოლაში მისი შვილის უსაფრთხოება დაცულია. უსაფრთხოების მიმართულებით ბოლო თვეებში პოზიტიური ტენდენცია გვაქვს მაგრამ, კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი. შედეგები გვაფიქრებინებს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ თუმცა მნიშვნელოვანი ამოცანები დავისახეთ, რაც კიდევ უფრო მეტ შედეგს მოგვიტანს“ – განაცხადა მინისტრმა, რომელმაც თანამშრომლობისთვის მადლობა მადლობა შსს-ს და აშშ-ს სკოლის მანდატურთა ეროვნულ ასოციაციას (NASRO), რომელებიც აქტიურადა არიან ჩართულნი ტრენინგებში და ფაქტობრივად, ქართველი მანდატურების გადამზადება ამერიკული სტანდარტებით ხდება.
მინისტრის თქმით, უსაფრთხო, ძალადობისგან თავისუფალი გარემოს შესაქმნელად მანდატურის სამსახური სამ მნიშვნელოვან რგოლს გააერთიანებს: მანდატურს, ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრებსა და კრიზისული ინტერვენციის ჯგუფს, რომელიც კრიზისულ სიტუაციებზე დროული და ეფექტური რეაგირების მიზნით შეიქმნა. 2019-2020 წლებში მანდატური წარმოდგენილი იქნება დამატებით 260 საჯარო სკოლაში. 8 არსებულ ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრს 2019 წელს სამცხე-ჯავახეთსა და სამეგრელოში ორი ახალი დაემატება. გარდა ამისა, შეიქმნება მანდატურის სამსახურის 8 რეგიონული ცენტრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები