ლა-მანშის სრუტეში იმ თვითმფრინავის ნაწილები იპოვეს, რომლითაც ფეხბურთელი ემილიანო სალა მიფრინავდა

ლა-მანშის სრუტის ფსკერზე იანვარში დაკარგული თვითმფრინავის ნაწილები იპოვეს, რომლითაც “კარდიფ სითის” კლუბის არგენტინელი ფეხბურთელი ემილიანო სალა მგზავრობდა.
თვითმფრინავის ნაწილები სამძებრო გემმა კუნძულ გერნზის მიმდებარედ აღმოაჩინა. ადგილზე ბრიტანული განყოფილების მაშველები მუშაობენ, რომლებმაც თვითმფრინავის ნაწილები წყლიდან უნდა ამოიღონ.

თარგმნა ანა პაპიძემ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები