1 მარტიდან “სოკარ ჯორჯია გაზის” საცალო კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის ფასი იზრდება

2019 წლის 1 მარტიდან შპს “სოკარ ჯორჯია გაზის” საცალო კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ფასი 1 კუბურ მეტრზე იქნება 95 თეთრი დღგ-ს ჩათვლით – ამის შესახებ კომერციული აბონენტებისთვის ტარიფის გაზრდის შესახებ შპს “სოკარ ჯორჯია გაზის” განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, ფასის კორექტირება გამოწვეულია ეროვნული ვალუტის აშშ დოლართან გაცვლითი კურსისა და განაწილების ტარიფის ცვლილებით.
„2019 წლის 1 მარტიდან შპს “სოკარ ჯორჯია გაზის” საცალო კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ფასი 1 კუბურ მეტრზე იქნება 95 თეთრი დღგ-ს ჩათვლით.
ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ტარიფის ცვლილება მოსახლეობაზე არ აისახება და ის მხოლოდ და მხოლოდ კომერციულ მომხმარებლებზე გავრცელდება!
ფასის კორექტირება გამოწვეულია ეროვნული ვალუტის აშშ დოლართან გაცვლითი კურსისა და განაწილების ტარიფის ცვლილებით.
ახალი ტარიფი ძალაში შევა ზამთრის სეზონის გასვლის შემდეგ 1 მარტიდან.
შპს “სოკარ ჯორჯია გაზი” წლების განმავლობაში ახორციელებს ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და განაწილების საქმიანობას საქართველოს მასშტაბით. დღემდე კომპანიის მიერ რეგიონების გაზიფიცირებისა და გაზმომარაგების ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით ინვესტირებულია 300 მლნ აშშ დოლარზე მეტი, რის შედეგადაც დამატებით ასეულობით ათას ოჯახსა და კომერციულ ობიექტს ბუნებრივი გაზით სარგებლობის შესაძლობლობა მიეცათ“, -აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები