“გვამები დავინახე, ყველა ერთ ოთახში იყო” – რას ყვება მეზობელი, რომელიც ტრაგედიის ადგილზე ერთ-ერთი პირველი მივიდა

“ჩემამდე, სხვებიც შევიდნენ, მე გვამები დავინახე, იწვნენ. ყველა ერთ ოთახში იყო”, – ამის შესახებ თვითმხილველმა განაცხადა, რომელმაც ქეთევან წამებულის ქუჩაზე CO-თი გარდაცვლილი ადამიანები ერთ-ერთმა პირველმა ნახა.
​სხვა მეზობლების ინფორმაციით კი უფროსს, რომლის ზარსაც მუშები არ პასუხობდნენ, მათთან სახლში პირადად მივიდა და კარები ღია დახვდა.
“უფროსს ურეკია და არცერთმა, რომ არ უპასუხა, მერე მოაკითხეს. ერთ-ერთი გარდაცვლილის მანქანა ეზოში დგას, რომ მოვიდა მანქანის პატრონი იკითხა და ავიდა. კარები ღია დახვდა, გაგუდულები შიგნით იყვნენ. რომ დაინახა იწვნენ, ფანჯრები გაუღია, გორიდან ჩამოსული ვაჟკაცები იყვნენ, ზოგი იჯდა, ზოგი იწვა”, – აღნიშნა ერთ-ერთმა მეზობელმა.
როგორც აღნიშნულ კორპუსში მცხოვრები სხვა პირები აცხადებენ, გარდაცვლილთა შორის ერთ-ერთი “პრარაბი” ამ სახლში შემთხვევით იყო, მას მუშები ობიექტზე დაჰყავდა და მათთან ამ ღამეს გვიანობამდე იმყოფებოდა.
ცნობისათვის, თბილისში, ქეთევან წამებულის 67 ნომერში, საცხოვრებელ კორპუსის ერთ-ერთ ბინაში CO – ს გაჟონვით 7 ადამიანი დაიღუპა. შვიდივე გარდაცვლილი თბილისში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ და მუშად მუშაობდნენ. „ყაზტრანსგაზ -თბილისში“ განმარტავენ, ოთახში, სადაც მუშები ცხოვრობდნენ, აკრძალული ღია წვის კამერიანი გამათბობელი ჰქონდათ დამონტაჟებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები