“ყაზტრანსგაზ-თბილისის” მმართველი: შიდა გაზგაყვანილობის სისტემის მომსახურებაზე, დანადგარებზე პასუხისმგებლობა არის იმ მოქალაქეების, ვინც ბინაში ცხოვრობს
შეგვიძლია დადასტურებულად ვთქვათ, რომ აღნიშნული ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი გახლდათ CO, ანუ მხუთავი აირი, რომლის წარმოშობის წყარო გახლავთ არასწორად, კუსტარულად დამონტაჟებული წყალგამაცხელებელი დანადგარი, – ამის შესახებ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალურმა მმართველმა გიგლა თამაზაშვილმა ქეთევან წამებულის გამზირზე მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, შიდა გაზგაყვანილობის სისტემის მომსახურებაზე, დანადგარებზე პასუხისმგებლობა არის იმ მოქალაქეების, ვინც ბინაში ცხოვრობს.
„ყაზტრანსგაზ-თბილისს“ და ნებისმიერ გამანაწილებელ კომპანიას ვალდებულება აქვს, რომ წელიწადში ერთხელ განახორციელოს გეგმური რევიზია ანუ შემოწმება და ხარვეზი, რომელიც არ შეესაბამება ტექნიკურ რეგლამენტებს, ჩახსნას, დალუქოს. ამ შემთხვევაში, მოქალაქეს, რომელსაც ჩავუჭრით, ვალდებულება აქვს მობრძანდეს „ყაზტრანსგაზის“ ოფისში, შედგეს ახალი ტექნიკური პროექტი და შემდეგ მოხდეს ახალი წყალგამაცხელებელი სისტემის დამონტაჟება.შიდა გაზგაყვანილობის სისტემის მომსახურებაზე, დანადგარებზე პასუხისმგებლობა არის იმ მოქალაქეების, ვინც ბინაში ცხოვრობს.ვთანხმდებით იმაზე, რომ საკანონმდებლო ბაზა გარკვეულწილად გამოსასწორებელია. მერიაში, ეკონომიკის სამინისტროსა და მარეგულირებელ კომისიაში შეხვედრა გვქონდა. აღნიშნული პროცედურა დაწყებულია და შესაბამისად გარკვეული ხარვეზები, რაც ამ სივრცეში ჩნდება, უნდა გამოსწორდეს,“ – განაცხადა გიგლა თამაზაშვილმა.
ქეთევან წამებულის ქუჩაზე, სავარაუდოდ, გაზის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად, 7 ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს.