სააკაშვილის პროცესზე ადვოკატი სასამართლო დარბაზიდან გააძევეს

მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ჯანაშიას საქმის განხილვისას სასამართლოს სხდომათა დარბაზში ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა და სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მოსამართლე, ბადრი ჯოჭლამაზაშვილმა ადვოკატი ორჯერ დააჯარიმა, შემდეგ კი, სასამართლო დარბაზიდან გააძევა.

ფინანსური სანქცია დაეკისრა პროკურორსაც. შელაპარაკება ფინანსთა ყოფილი მინისტრის, კახა ბაინდურაშვილის მოწმის სახით დაკითხვის დროს მოხდა. ბრალდების მხარემ მოწმისთვის დასმული შეკითხვები გააპროტესტა, ადვოკატმა კი მოსამართლეს სუბიექტურობაში დასდო ბრალი.

საქართველოს ყოფილ პრეზიდნეტ მიხეილ სააკაშვილსა და თემურ ჯანაშიას გამოძიება საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ედავება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები