NDI: გამოკითხულთა 23% „ნაციონალურ მოძრობას“ არასოდეს მისცემდა ხმას, 11% კი, „ქართულ ოცნებას“
NDI-ის კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა 23% ამბობს, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრობას“ ხმას არასოდეს მისცემდა.
კითხვაზე, რომელ პარტიას/ბლოკს არასოდეს მისცემდით ხმას, პასუხები შემდეგნაირია:
„არ ვიცი“ – 24 პროცენტი; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 23 პროცენტი; „არ არსებობს ასეთი პარტია“ – 16 პროცენტი; „უარი პასუხზე“ – 11 პროცენტი; „ქართული ოცნება“ – 11 პროცენტი; „პატრიოტთა ალიანსი“ – 7 პროცენტი; „გირჩი“ – 3 პროცენტი; „სხვა“ – 6 პროცენტი.
ცნობისათვის, „ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველო“-მ 2018 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკური ნაწილი მედიას დღეს წარუდგინეს.
კვლევის საველე სამუშაოები 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.
კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.1 პროცენტია.